მედია - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ქმედუუნაროა და სამედიცინო მკურნალობას წმინდა ქალაქ ყუმში გადის, - The Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია დიპლომატიურ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს.

დოკუმენტის თანახმად, ლიკვიდირებული ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, უგონო და მძიმე მდგომარეობაშია.

„მოჯტაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმის რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია“, - აღნიშნულია ჩანაწერში.

ირანმა მარტში დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ომის პირველივე დღეს იმავე საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის დროსაც მისი მამა, დედა, მეუღლე ზაჰრა ჰადად-ადელი და ერთ-ერთი ვაჟი დაიღუპნენ. ომის დაწყებს შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში ის მამამისის მემკვიდრედ აირჩიეს.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა