კახა კალაძე - საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ქვეყნის ლიდერების ვიზიტები მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს

აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი.

მისივე თქმით, რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა.

„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ.

„ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება აღნიშნულ დერეფანზე სასურველია. ის, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს როლს ამ კუთხით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟი, შეურაცხყოფა და მუქარა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ვიცით, ამის მიზეზიც - არ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამიტომაც აქვთ აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსადმი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს 6 აპრილს ეწვია. ის შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.

პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში „ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ