იტალიის თავდაცვის მინისტრი - ირანში ომი აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის - ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ უფროსთან შეპასუხებას ვერავინ ბედავს

ირანში ომი აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები უფრო გაბედულები უნდა იყვნენ.

„ეს ომი, ასევე, აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის. ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უფროსთან შეპასუხებას ვერავინ ბედავს“, - განაცხადა გვიდო კროსეტომ.

მისი თქმით, შიშობს, რომ კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.

„სწორედ ჩვენმა მსგავსმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰიროსიმა და ნაგასაკი კონფლიქტის დასრულებისთვის მისაღები საშუალება იყო. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვფლობთ ბირთვულ იარაღს, ხოლო ისინი, ვისაც ის არ აქვს, მის მოპოვებას ცდილობენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა