აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ომის დაწყებიდან ირანში 13 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, ქვეყანაში 13 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ირანის კუთვნილი 155-ზე მეტი გემი დაზიანდა ან განადგურდა.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იმ სამიზნეებს შორის, რომლებსაც დაარტყეს, არის: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების ობიექტები, ასევე ირანის საზღვაო ფლოტის გემები და წყალქვეშა ნავები.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან ირანში 3 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 1 665 მშვიდობიანი მოქალაქე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა