Sky News - ირანის ხარგის კუნძულზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა

ირანის ხარგის კუნძულზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა, - ინფორმაციას Sky News-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, ხარგის კუნძულზე, რომლის გავლითაც ირანი მისი ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტს ახორციელებს, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ისრაელმა ქალაქ კაშანში სარკინიგზო ხიდს დაარტყეს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, აშშ-მა ხარგის კუნძულს გასულ თვეშიც დაარტყა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა, თუმცა კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ განხორციელებულა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა