ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება

თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება, - ამის შესახებ განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონიდან ნავთობის მიღებას „წლების განმავლობაში“ ვერ შეძლებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საპასუხო დარტყმებისას მიზანში რეგიონში არსებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას ამოიღებს.

„ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ კეთილმეზობლობის გამო დღემდე დიდ თავშეკავებას ვიჩენდით და საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეებს სიფრთხილით ვარჩევდით, თუმცა უკვე ყველა ეს თავშეკავება მოხსნილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა