ჯეი დი ვენსი - ირანში უნდა იცოდნენ, რომ არსენალში ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელთა გამოყენებაც ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია

ინსტრუმენტები გვაქვს, რომელთა გამოყენება ირანის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, - ამის შესახებ აშშ-ის

ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანში „თავის სამხედრო მიზნებს მეტწილად მიაღწია“ და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული დროის ამოწურვამდე „კიდევ ბევრი მოლაპარაკებები იქნება“.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს არსენალში ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელთა გამოყენებაც ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. პრეზიდენტს შეუძლია მათი გამოყენება და მათი გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს კიდეც, თუ ირანელები თავიანთი ქცევის კურსს არ შეცვლიან“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა