The Wall Street Journal - “მთელი ცივილიზაციის” განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს, თუმცა შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება

ირანის “მთელი ცივილიზაციის” განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის ძალისხმევა, თუმცა, ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, კავშირების გაწყვეტით ირანი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნას გეგმავდა.

ამ მომენტისთვის უცნობია აღდგება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე - სამშაბათს 20:00 საათამდე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა