ირანის უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, ქვეყანამ დიდ გამარჯვებას მიაღწია და აშშ აიძულა, 10-პუნქტიანი გეგმა მიეღო

ირანი აცხადებს, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწია და შეერთებული შტატები აიძულა, მისი 10-პუნქტიანი გეგმა მიეღო. CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი შინაარსის განცხადება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა.

საბჭოს მტკიცებით, გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ყველა პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას და აშშ-ის საბრძოლო ძალების რეგიონში არსებული ყველა ბაზიდან გაყვანას.

საბჭოს ცნობით, შეერთებული შტატები ასევე დათანხმდა ურანის გამდიდრების აღიარებას და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარებას. კერძოდ, საბჭო აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლირებადი გავლა ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით განხორციელდება.

„მტერმა, ირანელი ერის წინააღმდეგ უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივ ომში, უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს და მტრის მიერ დაშვებული უმცირესი შეცდომის შემთხვევაში, სრული ძალის გამოყენებით გავცემთ პასუხს“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა