ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში საჰაერო დარტყმები შეაჩერეს, ხოლო ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ

ისრაელის საჰაერო ძალებს ირანში დილის 3:00 საათის შემდეგ არანაირი დარტყმა არ განუხორციელებიათ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

ამასთან, მათი თქმით, ლიბანში „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლას“ აგრძელებენ.

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, მანამდე, ირანში ღამით განხორციელებული ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღის დროს, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები და რამდენიმე რაიონში იარაღის წარმოების ძირითადი ობიექტები დაბომბეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა