დონალდ ტრამპი - ურანის გამდიდრება აღარ იქნება და აშშ ირანთან ერთად ამოთხრის მიწაში ჩამარხულ ბირთვულ „მტვერს“ - აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც განიცადა ის, რაც ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება იქნება

აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, როგორც ჩვენ დავადგინეთ, განიცადა ის, რაც ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ურანის გამდიდრება აღარ იქნება და აშშ ირანთან ერთად ამოთხრის და ამოიღებს მიწაში ჩამარხულ (B-2 ბომბდამშენების მიერ) ბირთვულ „მტვერს“. ეს ახლაც და აქამდეც ზუსტი თანამგზავრული დაკვირვების ქვეშ არის. ჩვენ ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქების შესახებ ირანთან ვსაუბრობთ და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. 15 პუნქტიდან ბევრზე შეთანხმება უკვე მიღწეულია“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს იარაღს მიაწვდის, ტარიფებს დაუწესებს.

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს სამხედრო იარაღს მიაწვდის, აშშ-ში გაყიდულ ყველა საქონელზე 50%-იანი ტარიფი დაუწესდება, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გამონაკლისები არ იქნება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა