ჯეი დი ვენსი - თუ ირანს სურს, მოლაპარაკებები ჩაიშალოს ლიბანის გამო, მათი არჩევანია - ვფიქრობ, ირანელები ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა, ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო ლიბანი.

ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან დაკავშირებით შენელდება, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის პირობაა, არამედ მოხდება ისრაელის კეთილსინდისიერებით შეერთებული შტატების მიმართ, ასევე, ირანთან მოლაპარაკებების „წარმატების“ სურვილით.

„შეხედეთ, თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს კონფლიქტში, ლიბანის გამო - რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო - შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო, ეს საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია“, - აღნიშნა ვენსმა.

ვენსმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ირანთან „ლეგიტიმური გაუგებრობა“ მოხდა, რომელმაც, შეცდომით გაიგო, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში იქნებოდა.

„ვფიქრობ, ირანელები ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა და ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება. ჩვენ არასდროს მიგვითითებია, რომ ასე მოხდებოდა“, - აღნიშნა ვენსმა.

მისივე თქმით, "ჩვენ ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა ირანზე იქნებოდა ორიენტირებული, ის ამერიკის მოკავშირეებზე როგორც ისრაელზე, ასევე სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე იქნებოდა ორიენტირებული“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა