ბარაკ ობამა - უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას.

„გუშინ უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება, ისევე როგორც 2023 წელს პოლონეთის არჩევნებში, დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც ყველაზე მთავარია, ეს უნგრელი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის დასტურია და ყველა ჩვენგანისთვის შეხსენებაა, რომ სამართლიანობისკენ, თანასწორობისა და კანონის უზენაესობისკენ სწრაფვა გავაგრძელოთ“, - წერს ობამა X-ზე.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში