რომის პაპი - არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის

ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

რომის პაპის განცხადებით, დონალდ ტრამპთან „დებატებში შესვლა არ სურს“.

„არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს“, - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა, ლეო XIV-მ აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში