აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა

აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში ამოქმედდა.

ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ გემები გააფრთხილა, რომ ბლოკადა დროშის მიუხედავად ყველა ხომალდზე გავრცელდება.

„ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე ბლოკადის ზონაში შევა ან გამოვა, ჩაჭრას, გადამისამართებას ან დაკავებას ექვემდებარება“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“.

ასევე, ცენტრალური სარდლობის ცნობით, „CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ ნავიგაციას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან მათი დატოვების მიზნით“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე