"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"- თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვავლენთ ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებაც მტერს წარმოდგენაც არ აქვს

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია და თუ ომი გაგრძელდება, ის ამ შესაძლებლობებს გამოავლენს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვავლენთ ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებაც მტერს წარმოდგენაც არ აქვს“, - აღნიშნულია "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებაში.

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" პრესსპიკერის, ჰოსეინ მოჰების განცხადებით, ირანი გამოიყენებს ომის „თანამედროვე“ მეთოდებს, რომელთა წინააღმდეგობის გაწევისთვის „მტერს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები ექნება“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა