დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი საქმეს თავს კარგად გაართმევს - ის კარგი კაცია

ვფიქრობ, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი საქმეს თავს კარგად გაართმევს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-ის ჟურნალისტ ჯონათან კარლთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯონათან კარლის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ვიქტორ ორბანის მარცხით შეშფოთებული არ არის“.

ასევე, მისი თქმით, უნგრეთის „მომავალი პრემიერ-მინისტრი (პეტერ მადიარი) მოსწონს“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის ყოფილი წევრია და მას მიგრაციასთან დაკავშირებით ორბანის მსგავსი შეხედულებები აქვს.

„ვფიქრობ, ახალი პრემიერი საქმეს თავს კარგად გაართმევს. ის კარგი კაცია“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში