The Times of Israel - „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანსაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების დასრულება წარმოადგენს.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მხარეები პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება