პეტერ მადიარი - პრეზიდენტმა მაცნობა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას მე დამავალებს - ის პარლამენტის პირველ სხდომაზე მთხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდე და ახალი მთავრობა შევქმნა

პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა აცნობა, რომ მთავრობის ფორმირებას ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე სთხოვს.

„პრეზიდენტმა მაცნობა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას მე დამავალებს. ის პარლამენტის პირველ სხდომაზე მთხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდე და ახალი მთავრობა შევქმნა, როგორც პარტიის ლიდერმა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე, მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შუიოკი არ იმსახურებს იმას, რომ უნგრელი ხალხის ერთობას წარმოადგენდეს“.

„ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მან თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს“, - დაწერა მადიარმა X-ზე.

მადიარის ცნობით, შეიძლება პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 4 მაისს მოიწვიოს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში