ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც, 16 აპრილის, 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

კერძოდ, მერიის განმარტებით, გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში