პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა და თბილისში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას შეუწყო ხელი.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაუდგენელმა პირმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1449,13 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ გამოაგზავნა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების სპეციალური ნივთიერებით ჩანაცვლება განხორციელდა და კონტროლირებადი მიწოდების შედეგად, 2026 წლის 27 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამალავიდან 381,93 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ხოლო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 23,17 გრამი „ალფა-პვპ“ და 3,1994 გრამი „მეთადონი“ ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 19,260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის მცდელობა), 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში