საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული ფორმატით დაბრუნდა და პროექტის ფარგლებში 17, 18 და 19 აპრილს რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში — პარასკევიდან კვირის ჩათვლით — სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

17, 18 და 19 აპრილს გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე მეწარმე ქალის მიერ შექმნილი პროდუქცია - საკვები პროდუქტები , ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.

„საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი მეწარმე ქალების საქმიანობის გაფართოებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბაზარი ორბელიანთან თანამშრომლობით, იქმნება რეალური სივრცე, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ, გაყიდვები გაზარდონ და საქმიანობა ახალ საფეხურზე გადაიყვანონ“, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბაზარი ორბელიანის მისამართია: თბილისი, ვეკუას ქუჩა, 3ა.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში