მარკ რუტე - PURL პროგრამაში, რომლითაც უკრაინას ამერიკული იარაღი მიეწოდება, არანაირი ცვლილებები არ მომხდარა - არ შეგვიძლია უკრაინის ხედვის არეალიდან დაკარგვა

PURL პროგრამაში, რომლითაც უკრაინას ამერიკული იარაღი მიეწოდება, არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

“დაფინანსების ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ პრიორიტეტებზე: საჰაერო თავდაცვაზე, დრონებზე და შორი მანძილის საბრძოლო მასალაზე. ეს არის მთავარი პრიორიტეტები. გადამწყვეტი მნიშვნელობა PURL ინიციატივას აქვს, რომელიც აგრძელებს საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საშუალებების და რუსების შესაკავებლად სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მიწოდებას,” - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, PURL პროგრამაში “არანაირი ცვლილებები არ მომხდარა და ის ფუნქციონირებას აგრძელებს, მაგრამ საჭიროა მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ მისი დაფინანსება”.

ნატო გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სხვა გამოწვევების ფონზე მოკავშირეებმა უკრაინის შეუფერხებელი მხარდაჭერა უნდა უზრუნველყონ და აღნიშნა, რომ “არ შეგვიძლია უკრაინის ხედვის არეალიდან დაკარგვა”.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში