ანონსი  16 აპრილი

16 აპრილს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 აპრილს, 11:00 საათზე, "ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია ცენტრალურ ოფოსში ბრიფინგს გამართავს.

თემა: "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფსევდოოპოზიციური ფრაქციების შექმნაზე ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონობით ლარი".

16 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 აპრილს, 11:00 საათზე, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის: ჩიტაძის 11, II სართული

საკონტაქტო: 557 21 23 13

16 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა