ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ირანსა და ლიბანში ომთან დაკავშირებით „მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის“.

როგორც ვიდეო მიმართვაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას მთავარი დასაყრდენის“ განადგურების ზღვარზეა.

ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) სთხოვა, ამ ტერიტორიაზე „გააგრძელონ უსაფრთხოების ზონის დაცვა“ და „გააფართოონ აღმოსავლეთისკენ“.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელის მიზნები ომში კვლავ ემთხვევა შეერთებული შტატების მიზნებს.

„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება ეს ან თუნდაც როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - დასძენს ნეთანიაჰუ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში