ირანისა და პაკისტანის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და ირანსა და აშშ-ს შორის გაცვლილ შეტყობინებებს განიხილავენ

ირანის ოფიციალური პირები და პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი ხუთშაბათს თეირანში მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა ირანსა და აშშ-ს შორის გაცვლილი შეტყობინებები განიხილონ მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის პაკისტანში მოლაპარაკებები ჩაიშალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მუნირი ოთხშაბათს თეირანში ჩავიდა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ არაღჩიმ განაცხადა, რომ მუნირის ირანში შეხვედრით "ძალიან კმაყოფილია". ამასთან, მისი თქმით, ირანი „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის“ მიმართ ერთგულია.

„ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ურყევი რჩება“, - განაცხადა არაღჩიმ.

მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში ჩასული პაკისტანური დელეგაცია ირანულ მხარეს აშშ-სგან მესიჯს და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის თაობაზე გეგმებს გადასცემს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს