ანდრეი სიბიგა უკრაინაზე თავდასხმაზე - ეს არის ომის დანაშაულები, რომელიც უნდა შეჩერდეს - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ან უკრაინის მხარდაჭერის პაკეტების გადადება ამორალური, კონტრპროდუქტიული და სახიფათოა

რუსეთმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელა 700-მდე დრონით, ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თავდასხმის სამიზნე, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიევში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბავშვი, 50-ზე მეტი კი დაშავდა, ოდესაში კი 8 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დნიპროში 3 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. რუსების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეშიც.

„ეს არის ომის დანაშაულები, რომელიც უნდა შეჩერდეს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები. აგრესორზე ზეწოლის გაზრდისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილება ახლავე უნდა განიბლკოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ან უკრაინის მხარდაჭერის პაკეტების გადადება ამორალური, კონტრპროდუქტიული და სახიფათოა“, - წერს სიბიგა.

მისი მტკიცებით, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით უმოქმედობის ნებისმიერი დღე არასწორ სიგნალებს აგზავნის და აგრესორს ომის გაგრძელების, გახანგრძლივებისა და გაფართოებისკენ უბიძგებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს. რუსული ტერორის მიმართ ყველაზე შესაფერისი პასუხი რუსეთის ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაა“, - წერს სიბიგა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება