თუ ჩაიფიქრე, რომ შენი სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იქნება, დროა, ეს სურვილი რეალობად აქციო იქ, სადაც ლისის სუფთა ჰაერი, ქალაქის ხმაურისგან დისტანცია და ბუნებასთან ჰარმონია შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.
ეს „მეტროპოლ ლისია“ - დასახლება, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი კერძო რეკრეაციული სივრცე, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა და ქალაქის შთამბეჭდავი ხედები ცხოვრების გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის.

მიწის ნაკვეთის შეძენისას „მეტროპოლი“ მობინადრეს საჩუქრად გადასცემს კერძო სახლის 5 პროექტიდან ერთ-ერთს, რომელსაც თავად შეარჩევს თავისი გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. „მეტროპოლ ლისი“ არის ადგილი, სადაც ყოველდღიური ცხოვრება დასვენებად იქცევა. ჩანაფიქრის რეალობად ქცევა ახლა საუკეთესო პირობებით - 8%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. მიწის ნაკვეთის ღირებულება კი კვადრატულ მეტრზე 180 დოლარიდან იწყება.

„მეტროპოლ ლისი“ 70-მდე მიწის ნაკვეთს აერთიანებს და ქმნის სრულ ეკოსისტემას, სადაც თანამედროვე ცხოვრების ყველა ელემენტი ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. კონცეფციაში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი გარემო, რომელიც გაჯერებულია უახლესი ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის სისტემებით: უსაფრთხოების სერვისები, ნომრის ამომცნობი სისტემა, ელექტრონული ავტომობილის სამუხტი, ჭკვიანი საპარკინგე ბარიერი. აღნიშნული სისტემები უზრუნველყოფს უსაფრთხო, მშვიდ და დაბალანსებულ ცხოვრებას.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის. ინფრასტრუქტურა ერთი მხრივ, იდეალურად იქნება მორგებული მობინადრეების საჭიროებებზე და მეორე მხრივ, ლისის ტერიტორიის ლანდშაფტზე და მოიცავს ისეთ სივრცეებს, როგორიცაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, სავარჯიშო სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, ველობილიკები, დეკორაციული გამწვანება და სასმელი წყლის შადრევნები. პროექტის ფარგლებში დამატებით დაირგვება ხე-მცენარეები, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომპლექსის მიკროკლიმატს.


შექმენი ჯანსაღი გარემო საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, იცხოვრე ჰარმონიასა და სიმშვიდეში, ზაფხულში კი, როცა დედაქალაქში ტემპერატურა პიკს აღწევს, გაატარე გრილი და სასიამოვნო საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად.
„მეტროპოლ ლისი“ - სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე.
--
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ შესახებ“:
„მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეული და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას მიიღოს ის, რაც ჩაიფიქრა - იქნება ეს სახლი თბილისში თუ ზღვისპირას, აპარტამენტი და ინვესტიცია მომავალში, თუ
მშვიდი ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით სუბურბანულ პროექტებში.
„მეტროპოლის“პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 7 მიმდინარე და 3 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“ , ამჟამად პროექტების– „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, მიმდინარეობს „მეტროპოლის“ სუბურბანული პროექტების– „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“მშენებლობა.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით განთავსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip. ბათუმში მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კორპუსის, „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობაც, რომელიც გამოირჩევა პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით.
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. კომპანიის ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
„მეტროპოლი“ დღეს ქართული სამშენებლო-დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც აგრძელებს სტაბილურად განვითარებას და ბაზარს თანამედროვე მოთხოვნებისა და ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესაბამის პროექტებს სთავაზობს.
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 571 88 99 99 | https://www.metropol.ge/
(R)