პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ.

„თაღლითური ჯგუფის წევრები დაზარალებულებისგან პერსონალურ მონაცემებს იგებდნენ. შემდგომ თაღლითური ჯგუფის წევრები, კვლავ უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და განუმარტავდნენ მათ, რომ პერსონალური მონაცემების „უცხო“ პირისთვის გაზიარება გამოიწვევდა მათ ფინანსურ დაზარალებას. რისკის თავიდან ასაცილებლად და ,„დამრღვევთა“ გამოსავლენად კი, თითქოს აუცილებელი იყო, დაზარალებულებს სრულად გადაეცათ მათი წარმომადგენლებისათვის ფინანსური დანაზოგი „ქეშის“ სახით და სამართლებრივი გზით საკითხის მოგვარების შემდეგ კი თანხას უკან დაუბრუნებდნენ.

აღნიშნული გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში