საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებსა და მის მძიმე შედეგებზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ასევე გააცნეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობა. აღინიშნა, რომ კოორდინატორების პრიორიტეტია მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი თუ მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციაა.

მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა. საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში