საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის ახლებურად განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გულისხმობს კრედიტების შეცვლილი რაოდენობის სავალდებულო გავრცელებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტზე - როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე.

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ჩარიცხულ მაგისტრანტებთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.

„კერძოდ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები. სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან.

რაც შეეხება დოქტორანტურის საფეხურს, კანონში განხორციელებული ცვლილებით კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა - პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს არანაკლებ 3 წელს. შესაბამისად, ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე სამართლებრივად და შინაარსობრივად მოკლებულია საფუძველს“, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს