ლიბანის პრეზიდენტი - ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსა და ისრაელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ბუნებრივი საწყისი წერტილია

ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელთან ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ლიბანის მიერ ისრაელისთვის მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ბუნებრივი საწყისი წერტილია“, - ნათქვამია აუნის განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა გილა გამლიელმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტს ჯოზეფ აუნს ესაუბრება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც ათწლეულების შემდეგ პირველად მოხდება.

„ვცდილობ, ისრაელსა და ლიბანს შორის ცოტაოდენი „სასუნთქი სივრცე“ შეიქმნას. დიდი ხანია, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია. დაახლოებით 34 წელია. ეს ხვალ მოხდება. მშვენიერია!“- დაწერა ტრამპმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში