საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და მის მძიმე შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული დანაშაულის არსს, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, პროკურორებმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრაზე ასევე მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში