ვიქტორ ყიფიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრაზე - ვისაუბრეთ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, მომავალზე

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო - Georgia First-ის“ თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრაზე „ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობასა და მომავალზე“ ისაუბრეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვისაუბრეთ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, მომავალზე. ითქვა ის, რომ როგორც ქვეყნის პარტნიორები, მხარს უჭერენ ურთიერთობებში კომუნიკაციას, რაც დიპლომატიაში აბსოლუტურად ბუნებრივია. სხვა მხრივ, დამსწრე საზოგადოებისგან აინტერესებდათ შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე როგორც შიდა პოლიტიკურზე, მათ შორის ევროპასთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. ამაზე საუბარი იყო და მივაწოდეთ ჩვენი აზრი.

ყველამ ვიცით რა გვჭირს, ყველანი მოწმეები ვართ რა ხდება ქვეყანაში. თუ საუბარია ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება. რაც ხდება იმას უნდა დაერქვას პოლიტიკა“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში