მარკო რუბიოსა და ლიბანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯოზეფ აუნმა მადლობა გადაუხადა მარკო რუბიოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ვაშინგტონის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და ყველა დონეზე მხარდაჭერისთვის“.

„თავის მხრივ, რუბიომ დაადასტურა, რომ ლიბანში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევას განაგრძობს“, - აცხადებენ ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი აუნსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე.

მანამდე, ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელთან ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა.

„ლიბანის მიერ ისრაელისთვის მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ბუნებრივი საწყისი წერტილია“, - ნათქვამია აუნის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც ათწლეულების შემდეგ პირველად მოხდება.

„ვცდილობ, ისრაელსა და ლიბანს შორის ცოტაოდენი „სასუნთქი სივრცე“ შეიქმნას. დიდი ხანია, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია. დაახლოებით 34 წელია. ეს ხვალ მოხდება. მშვენიერია!“- დაწერა ტრამპმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში