„იპოვე შენი საგანძური“ - ევროპული ტკბილეულის ბრენდი „კაპიტან ქენდი“ საქართველოში შემოვიდა

საერთაშორისო ბრენდი „კაპიტან ქენდი“ (Captain Candy), რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩეხეთი, იტალია და გერმანია, საქართველოში შემოვიდა. ბრენდი ქართველ მომხმარებელს ტკბილეულის შერჩევის სრულიად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ტკბილეულის ყიდვის პროცესს ჩვეულებრივი რუტინიდან ჯადოსნურ თავგადასავლად აქცევს. მომხმარებელს ზღაპრული გარემოს გარდა, მაღაზიებში უმაღლესი ხარისხის პროდუქცია დახვდებათ.

კაპიტან ქენდის მთავარი იდეა - იპოვე შენი საგანძური, სტუმრებს მოუწოდებს, აღმოაჩინონ საკუთარი გამორჩეული გემო და შერჩევის პროცესი ემოციურ გამოცდილებად აქციონ. მაღაზიის სივრცე მოწყობილია ძველი ხომალდის სტილში, სადაც პროდუქცია განთავსებულია ავთენტურ ხის კასრებსა და სკივრებში, რაც საგანძურის აღმოჩენის ასოციაციას ქმნის. კონსულტანტები მომხმარებლებს ბრენდირებულ წინსაფრებსა და თემატურ, ზოლიან მაისურებში ხვდებიან. გარემო ისეა შექმნილი, რომ თითოეული ვიზიტი პატარა მოგზაურობას ჰგავს.

ბრენდის ასორტიმენტი აერთიანებს მრავალფეროვან ტკბილეულს, რომელიც ნებისმიერი გურმანის გემოვნებას დააკმაყოფილებს:

  • მრავალფეროვანი ჟელეები და მარშმელოუები;
  • უგემრიელესი შოკოლადები და დრაჟეები;
  • სხვადასხვა არომატის კარამელი.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი პროდუქცია იწარმოება იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და შვედეთში და სრულად შეესაბამება ევროკავშირის უმკაცრეს სტანდარტებს.

ბრენდი საქართველოში პეპელასთან პარტნიორობით შემოვიდა. კაპიტან ქენდი გათვლილია ყველაზე - ბავშვებზე, მოზარდებსა თუ მშობლებზე, ვისაც განსხვავებული და დასამახსოვრებელი ტკბილი გამოცდილება სურს.

ამ ეტაპზე კაპიტან ქენდის სივრცეების სტუმრობა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • ვაკის პარკი - არჩილ მიშველაძის 4 (მაღაზია „პეპელა“);
  • სითი მოლი - ვაჟა ფშაველას 70, II სართული.

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს