ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმის პროკურორი - მოსამართლეს ვთხოვეთ, გამოიტანოს უმკაცრესი სასჯელი

დეტალური ინფორმაციებით ბრალდების მხარემ დღეს სასამართლოს დაანახა, რატომ არის ჩვენი პოზიცია რეალური და რომელი მტკიცებულებებით ადასტურებს ბრალდების მხარე, რომ დანაშაულებრივი ქმედება აქვს ჩადენილი სამივე ბრალდებულს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კერძოდ, მან ისაუბრა დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე, გიორგი ჯოხაძის ბრალდების საქმეზე და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ მოსამართლეს სთხოვა, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, ბრალდებულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენი და უმკაცრესი სასჯელი გამოიტანოს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე შეეხო ყველა დეტალს, ყველა მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს და რომელმაც დაადასტურა დავით და გიორგი მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ბრალეულობა ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და ასევე გიორგი ჯოხაძის ბრალეულობა იარაღის შეძენა-გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, ვიდეო-აუდიო მასალა - დეტალური ინფორმაციებით ბრალდების მხარემ დღეს სასამართლოს დაანახა, რატომ არის ჩვენი პოზიცია რეალური და რომელი მტკიცებულებებით ადასტურებს ბრალდების მხარე, რომ დანაშაულებრივი ქმედება აქვს ჩადენილი სამივე ბრალდებულს.

ჩვენ ასევე მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ საქმეზე მტკიცებულების გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ გამოიტანოს ერთადერთი კანონიერი, დასაბუთებული განაჩენი. ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი და დაზარალებულის უფლება-მონაცვლის პოზიციის განმარტების შესაბამისად, გამოიტანოს უმკაცრესი სასჯელი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში