4 ოქტომბრის საქმის პროკურორი - მიგვაჩნია, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ყველა მტკიცებულებას და თითოეული ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მტკიცებულება, დაიკითხა არაერთი დაზარალებული, რომელთაც ფიზიკური ზიანი მიადგათ ჯგუფური ძალადობის შედეგად, ასევე, დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც ქონებრივი ზიანი მიადგათ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თოდუას თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა, დაადასტურა მტკიცებულებებით, რომ ადგილი ჰქონდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებას და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებას.

დანაშაულებრივი ქმედება იგეგმებოდა მუნიციპალური არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე. ბრალდებულთა ნაწილი საჯარო სივრცეში საზოგადოების ფართო წრეს მოუწოდებდა, რომ აუცილებელი იყო რევოლუციის მოწყობა და დამხობა. აღნიშნულის შემდეგ, 4 ოქტომბერს, აქციაზე დანაშაულის ორგანიზატორებმა გააჟღერებს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის ერთ-ერთი დანაშაულებრივი ქმედება გახლდათ სასახლის ხელში ჩაგდება. აღნიშნული მოწოდების შემდეგ, ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირებმა დაიწყეს ძალადობრივი მოქმედებები სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სასახლის ეზოში. დააზიანეს ინვენტარი, ძალადობა ჩაიდინეს პოლიციელთა წინააღმდეგ და ასევე გაანადგურეს მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საზოგადოების ფართო წრემ ასევე იხილა პირდაპირ ეთერში ტელევიზიების მეშვეობით. ამ ჩანაწერებში ჩანს, თუ რა ქმედება განახორციელეს ბრალდებულებმა.

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა არაერთი დაზარალებული, რომელთაც ფიზიკური ზიანი მიადგათ ჯგუფური ძალადობის შედეგად, ასევე დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც ქონებრივი ზიანი მიადგათ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად.

ყველა აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებდა ბრალდებას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ყველა მტკიცებულებას, რაც არის წარდგენილი და თითოეული ბრალდებულის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა