მედია - სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვას გეგმავს, თუმცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხს არ დაბლოკავს

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვას აპირებს, მაგრამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის - არა. ამის შესახებ სლოვაკური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბლანარის თქმით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვას აპირებს მანამ, სანამ ის გარანტიებს არ მიიღებს, რომ “დრუჟბა” ნავთობსადენი ხელახლა იქნება გახსნილი.

სლოვაკეთის პარლამენტში საუბრების დროს ბლანარმა აღნიშნა, რომ ბრატისლავას ნათელი, გამჭვირვალე და შემოწმებადი გარანტიების მიღება სურს, რომ ნავთობსადენის ხელახლა გახსნაზე.

“თუ “დრუჟბა” ნავთობსადენი არ იმუშავებს და [სანქციების] მე-20 პაკეტის დამტკიცება იქნება მაგიდაზე, მას არ დავამტკიცებთ, ვინაიდან სხვა ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია, რათა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისია ვაიძულოთ გახსნან “დრუჟბას” ნავთობსადენი,” - განაცხადა ბლანარმა.

ასევე, ბლანარმა ისაუბრა უნგრეთის პოზიციაზეც, მისი თქმით, უნგრეთის მომავალი მთავრობის პოზიცია იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიწოდებას. პარლამენტში საუბრის დროს ბლანარს არ მიუნიშნებია, რომ სლოვაკეთის ამის დაბლოკვას აპირებს.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნავთობსადენი “დრუჟბა” რუსეთის თავდასხმის შემდეგ მუშაობას აპრილის ბოლოდან განაახლებს, თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ეს კითხვის ქვეშ დააყენა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს