პიტ ჰეგსეტი - ირანმა გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოს - ვლოცულობ, რომ შეთანხმება აირჩიოთ

ირანმა გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოს ან ირანული პორტების ბლოკადა და ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფიგნზე განაცხადა.

ჰეგსეტის თქმით, ლოცულობს, რომ ირანმა შეთანხმება აირჩიოს.

“მანამდე და სანამ საჭირო იქნება, შევინარჩუნებთ ამ წარმატებულ ბლოკადას, მაგრამ თუ ირანი ცუდ არჩევანს გააკეთებს, მათ ექნებათ ბლოკადა და ბომბების ცვენა ინფრასტრუქტურაზე, ძალაზე და ენერგეტიკაზე…

ვლოცულობ, რომ შეთანხმება აირჩიოთ, რომელიც თქვენს წინაშეა, თქვენი ხალხის გაუმჯობესებისთვის, მსოფლიოს გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა ჰეგსეტმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასევე “ეკონომიკური ზეწოლის მაქსიმიზაციას ახდენს”.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში