“აზოვი” - უკრაინული დრონები დონეცკის გარშემო ყველა ლოჯისტიკურ გზას აკონტროლებენ - ყველა სამხედრო სამიზნე, რომელიც დონეცკის გარშემო გადაადგილდება, განადგურდება

უკრაინა დონეცკის გარშემო ყველა ლოჯისტიკურ გზას აკონტროლებს, ქალაქის გარშემო ყველა სამხედრო ობიექტი განადგურდება. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსი “აზოვი” ავრცელებს.

“უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსი “აზოვი” დონეცკის გარშემო მტრის ლოგისტიკას აკონტროლებს.

თავდასხმითი დრონების პილოტები შორეულ ოპერატიულ ზონაში რუსეთის ლოჯისტიკაზე ნადირობენ. დრონები დონეცკის გარშემო ყველა ლოჯისტიკურ გზას აკონტროლებენ.

ზუგრესი, ანდრეევკა, სტარობეშევე, გორლოვკა, ლისიჩანსკი, დონეცკის წრიული - ამ მიმართულებებზე დრონების აქტიური მუშაობა საჰაერო სივრცის კონტროლის რუსული სისტემების არაეფექტურობაზე მეტყველებს.

არც ისე დიდი ხნის წინ ოკუპანტები იქ სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. მაგრამ ამიერიდან ყველა სამხედრო სამიზნე, რომელიც დონეცკის გარშემო გზებზე გადაადგილდება, განადგურებულ იქნება,” - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში