Politico - გერმანია მზად არის საერთაშორისო მისიის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გამნაღმველი გემები გაგზავნოს

გერმანია მზად არის საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს ჰორმუზის სრუტეში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გერმანიამ მზაობა გამოხატა გამნაღმველი გემები გაგზავნოს ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ მხოლოდ პოტენციალური საერთაშორისო მისიის ფარგლებში.

საკითხი პარასკევს, 17 აპრილს, პარიზში იქნება განხილული, სადაც გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდება.

გერმანელი მაღალჩინოსნის თანახმად, გერმანიის მთავრობა “მზად არის გერმანული წვლილი შეიტანოს ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფაში”, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს “ნაღმებისგან გაწმენდას ან საზღვაო დაზვერვას”.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 16 აპრილს აღნიშნა, რომ გერმანია “ფუნდამენტურად მზად არის” საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება გაწიოს, მაგრამ მკაცრი პირობებით - მყარი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში მანდატი (“უმჯობესია” გაეროსგან) და ფორმალური დამტკიცება გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ბუნდესტაგის მიერ. მერცის თქმით, გერმანია “შორს არის” მსგავსი გადაწყვეტილებისგან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში