დონალდ ტრამპი - ირანთან ომი მალე უნდა დასრულდეს

ვიტყვი, რომ ირანში ომი შეუფერხებლად მიმდინარეობს და რომ ის მალე უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს.

ცნობისთვის, შაბათ-კვირას ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების საშუალებით მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს, თუმცა დრო და ადგილი ჯერ არ დადასტურებულა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში