კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებენ

გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერები კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ შეხვედრას უმასპინძლებენ, რომელზედაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხს განიხილავენ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ლიდერები სრუტის ხელახლა გასახსნელად საერთაშორისო მისიას შექმნიან.

დღევანდელ შეხვედრაზე 40-მდე ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების მხარდაჭერას და სრუტეში საზღვაო მარშრუტების ხელახლა გახსნისა და უსაფრთხოების საკითხებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერაზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად უმასპინძლებს, პარიზში ჩავა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში