იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში -  ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ცოდნის გაზიარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს და ამჯერად გიწვევთ ფოთში - გიორგი მოსიძესთან შეხვედრაზე „იმოგზაურე აზროვნების სამყაროში“.

შეხვედრა 29 აპრილს, 19:00-ზე, ფოთში, ფარნავაზ მეფის #6 („საქართველოს ბანკის“ ფილიალის მეორე სართული) გაიმართება.

შეხვედრაზე გიორგი მოსიძე დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გვეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში - როგორც სწავლის, ისე პიროვნული განვითარების კუთხით.

ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართება ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად შერჩეული წიგნები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს