ონისე ცხადაძე საბოლოო სიტყვაში - ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ უნდა იყო, მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“

ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ უნდა იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ მინდა, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ცხადაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„მე არც მიფიქრია დღეს რა უნდა მელაპარაკა, არ ვიცი აქვს თუ არა აზრი. არ არსებობს რაც არ ითქვა ამ ქვეყანაში. როცა ვფიქრობ, ჩემს თავს კითხვებს ვუსვამ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს უსვრია ზარბაზანი ეკლესიიდან კანონიერი ხელისუფლებისთვის, არც ავტობუსით შევვვარდნილვარ ხალხის მასაში, არც ბაღებიდან მომიპარავს ბავშვებისთვის ფული, არც მოხუცებისთვის მომიპარავს რამე, მაგრამ მაინც კარგი ადამიანი არ მგონია თავი და ვისაც ეს უკეთებია, იმათ რატომ გონიათ თავი კარგი ადამიანი, არ ვიცი...

ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობთ. როცა მოსამართლეები პროკურორები ვართ, სად ვართ, მხოლოდ ამ შენობაში ვართ? თქვენ თუ ამ საქმიდან, იმ ფურცლებიდან უნდა გამოიტანოთ გადაწყვეტილება, სადაც ბრალი წერია, ასე არ გამოვა. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება და უსამართლობას ეხება. ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ მინდა. ვფიქრობ, ცუდ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ იმიტომ ვიყავი იქ, არც გარიგებას ვაპირებ და არც თხოვნას, თქვენ გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით“, - განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს