პიტერ მადიარი - თუ გაქვთ ინფორმაცია დოკუმენტების განადგურების შესახებ, შეგვატყობინეთ და, თუ შესაძლებელია, გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები, რომლის განადგურების ბრძანებაც მიიღეთ

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა პირებს, რომლებსაც, მისი თქმით, გარკვეული დოკუმენტების განადგურება დაევალათ, ან ფლობენ ინფორმაციას ასეთი ფაქტების შესახებ, მოუწოდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

მადიარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროებსა და სხვა უწყებებში დოკუმენტების მასშტაბური განადგურება მიმდინარეობს და მოუწოდა ყველას, ვისაც მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქვთ, ამის შესახებ პარტია „ტისას“ აცნობონ.

„თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დოკუმენტების განადგურების შესახებ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და, თუ შესაძლებელია, გამოგვიგზავნოთ დოკუმენტები, რომელთა განადგურების ბრძანებაც მიიღეთ“, - განაცხადა მადიარმა.

ცნობისთვის, მადიარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სამინისტროშია და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს. „დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. ამას გეუბნებით იმისთვის, რომ გარკვეული კონტექსტი გქონდეთ უნგრეთში არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში