„ჰეზბოლა“ - მოჯაჰიდებს თითები სასხლეტზე ექნებათ და მზად იქნებიან მტრის ღალატისგან თავის დასაცავად

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მის მებრძოლებს თითი სასხლეტზე აქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.

„ამ მოჯაჰიდებს [მებრძოლები] თითები სასხლეტზე ექნებათ და მზად იქნებიან მტრის ღალატისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნულია „ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა. რამდენიმე საათში ლიბანის არმიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაარღვევაში დაადანაშაულა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება