ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ს ისევე სჭირდება ევროპა, როგორც ევროპას აშშ - არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება

ნატო-ს წევრ ესტონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები თავდაცვაში დაეხმარება, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Reuters-ს განუცხადა.

„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, მე ვენდობი ჩვენს ყველა მოკავშირეს“, - განაცხადა ჰანო პევკურმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ევროპა არ არის მზად, დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს მოსკოვს.

„ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ? არა. ყველამ (ნატო-ში) მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ თავდაცვის სფეროში“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო საჭიროებებისთვის ისევე სჭირდება ევროპა, როგორც ევროპას აშშ და ამიტომ, არ სჯერა, რომ ნატო დაიშლება.

„არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ალიანსის ამჟამინდელი დაძაბულობა ხანგრძლივ ქორწინებას შეადარა: „50 წლიანი აბსოლუტურად შეუფერხებელი სვლა არ არსებობს. არსებობს უთანხმოებები და პრობლემები და მათი გადალახვაა საჭირო“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-მ ყურადღება ირანში კონფლიქტის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს და რომ ამან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს საშუალება მისცეს, მეტი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაიტანოს.

„როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, არსებობს შანსი, რომ აშშ-მ მეტი ყურადღება უკრაინაზე გაამახვილოს. ჩვენი რეგიონისთვის ეს მთავარ პრობლემად რჩება“, - აღნიშნა ჰანო პევკურმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში