გიორგი შარაშიძე მარია ზახაროვას განცხადებაზე - ეს იცის პარტნიორების მტრებად შერაცხვამ, რეალურ მტერთან პირდაპირმა კოლაბორაციამ და ფულზე გაყიდვამ - ჯერ სად ვართ! „ოცნების“ პირობებში ჯერ კიდევ წინ არის ასეთი მუქარა

ეს იცის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მტრებად შერაცხვამ, რეალურ მტერთან პირდაპირმა კოლაბორაციამ და ფულზე და კორუფციაზე გაყიდვამ. ჯერ სად ვართ! - “ოცნების“ პირობებში ჯერ კიდევ წინ არის ასეთი მუქარები, - ასე შეაფასა პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რაც უფრო დაშორდება საქართველოს ევროპულ მომავალს და რაც უფრო გადაუხვევს ქვეყნის და ხალხის ისტორიული არჩევანიდან, მით უფრო გაძლიერდება რუსეთის მხრიდან ასეთი შანტაჟი და მუქარა.”

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ მარტო, პირისპირ, მოკავშირეების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო ყოველთვის იქნება მოწყვლადი. ვისი მხრიდან? პირველ რიგში რუსეთის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებას“ ეზრუნა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, მათ შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად - ევროპელებთან, ამერიკელებთან ერთად, ვისაც წლების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი აქვთ ჩადებული ჩვენი ქვეყნის ფეხზე წამოდგომაში და აქ დემოკრატიის და ეკონომიკის და ბევრი სხვა მიმართულების გაძლიერებაში - რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციეს ქვეყანა. მარტო, პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ასეთი შანტაჟის და მუქარის, ასე ვთქვათ, ადრესატი. და ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.“

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა